ევროპარლამენტმა იმ სუბიექტების ჩამონათვალი გამოაქვეყნა, რომლებმაც საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციას მხარი არ დაუჭირეს

ევროპარლამენტმა იმ პოლიტიკური სუბიექტების ჩამონათვალი გამოაქვეყნა, რომლებმაც საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭებას მხარი დაუჭირეს ან წინააღმდეგ მისცეს ხმა. კერძოდ, საქართველოს მოსახლეობისთვის უვიზო რეჟიმის მინიჭებას მხარი დაუჭირა ევროპის სახალხო პარტიის 187-მა წევრმა და სოციალ-დემოკრატების 163-მა დეპუტატმა. ასევე, საქართველომ „ლიბერალური ალიანსის“ წევრთა 62 ხმა მიიღო.
რაც შეეხება იმ პოლიტიკურ დაჯგუფებებს, რომლებმაც ვიზალიბერალიზაციას მხარი არ დაუჭირეს, ესენია EFDD, რომლის 31-მა წევრმა უვიზო რეჟიმს მხარი არ დაუჭირა და პოლიტიკური გაერთიანების “ერებისა და თავისუფლების ევროპის“ 24 წევრი.
„ერებისა და თავისუფლების ევროპის“ ხელმძღვანელია საფრანგეთის ულტრამემარჯვენე „სახალხო ფრონტის” ლიდერი მარინ ლე პენი, რომელიც წელს საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები