იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სხდომა მიმდინარეობს

ამ წუთებში, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სხდომა მიმდინარეობს. საბჭოს წევრები დღის წესრიგით გათვალისწინებულ რვა საკითხს განიხილავენ. სხდომას უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე უძღვება.

სხდომის დაწყებამდე, ნინო გვენეტაძეს ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია.

როგორც ცნობილია, საბჭოს წევრები სხდომაზე „რუსთავი 2“-ის საქმის მოსამართლეებზე განხორციელებული შესაძლო ზეწოლის ფაქტებს განიხილავენ.

ამასთან დაკავშირებით, იუსტიციის საბჭოს თავმჯდომარესა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს დამატებითი კომენტარი არ გაუკეთებიათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები