სოფელ მუხურაში თოვლის საფარმა 2 მეტრს მიაღწია

ტყიბულის რაიონის სოფელ მუხურაში კვლავ დიდთოვლობაა. ტყიბულის მუნიციპალიტეტიდან მიღებული ინფორმაციით, მუხურა – ტყიბულის საავტომობილო გზა წლების განმავლობაში, ზამთრის მკაცრი კლიმატური პირობების გამო, 3-დან 5 თვის განმავლობაში ჩაკეტილი იყო, წელს კი ადგილობრივები თერჯოლის მუნიციპალიტეტიდან შემოვლითი გზით სარგებლობენ.
ეს ალტერნატიული გზა რამდენიმე ათეული წელი არ ფუნქციონირებდა. მისი რეაბილიტაცია გასულ წელს განხორციელდა, რაც დიდთოვლობის პერიოდში, მოსახლეობას რაიონულ ცენტრებთან დაკავშირების შესაძლებლობას აძლევს. ამჟამად თოვლის საფარმა სოფელ მუხურაში 2 მეტრს მიაღწია, ხოლო მუხურის მთაზე – 5 მეტრს გადააჭარბა. სოფელში მედიკამენტებისა და საკვები პროდუქტების დეფიციტი არ არის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები