“ღმერთმა ნუ ქნას, იქ რომ რამე არასასურველი მოხდეს“ – როდის შეუშვებენ მოვაჭრეებს „ბავშვთა სამყაროში“

დედაქალაქის მერის, დავით ნარმანიას განცხადებით, „ბავშვთა სამყაროს“ შენობის გარკვეული ნაწილის დემონტაჟი ისე, რომ იქ შემორჩენილი ნივთები არ დაზიანდეს,შესაძლებელია.
მისვე თქმით, ასევე შესაძლებელია ცალკეული ნაწილების დროებით გამაგრება, რათა შენობაში შესვლა გახდეს უსაფრთხო.
ამასთან, ნარმანია აცხადებს რომ, შენობა-ნაგებობების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი თბილისის მერია არ არის, თუმცა ის მოქალაქეებს მოუწოდებს, გაითვალისწინონ, რომ სანამ შენობა უსაფრთხო არ იქნება, თითოეული ადამიანის შეშვება რისკთან არის დაკავშირებული.
როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, შენობაში შესვლის უფლებას მოქალაქეებს მას შემდეგ მისცემენ, რაც მის უსაფრთხოებაში დარწმუნდებიან.
ნარმანიას თქმით, სწორედ ამ მიზნით ჩართეს სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტები და მათი მუნიციპალური ლაბორატორიის ექსპერტები, რათა მათ ერთობლივად მიიღონ გადაწყვეტილება  და მერიას რეკომენდაციები მისცენ .
„ღმერთმა ნუ ქნას, იქ რომ რამე არასასურველი მოხდეს და ვინმე დაზიანდეს. გაჩნდება კითხვები, თუ რატომ მივეცით ჩვენ შენობაში შესვლის უფლება. ამ საკითხების სათანადო დონემდე მოგვარების შედეგად, ამ ადამიანებს მიეცემათ შენობაში შესვლის უფლება”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები