გია ჟორჟოლიანი: სამართლებრივად აფხაზეთი საერთაშორისო ინსტიტუტების მიერ აღიარებულია საქართველოს ტერიტორიად

“ის აფხაზები, ვინც საქართველოს მოქალაქეობას მიიღებენ, შეძლებენ ისარგებლონ ვიზალიბერალიზაციით”, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ჟორჟოლიანმა განაცხადა.
გია ჟორჟოლიანი მნიშვნელოვან ნაბიჯად აფასებს ვიზალიბერალიზაციის საკითხის საქართველოს სასარგებლოდ გადაწყვეტას და მიაჩნია, რომ ეს აფხაზ მოსახლეობაშიც გამოიწვევს ინტერესს. „ის, რაც მოხდა გუშინ, საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო საქართველოსთვის, როგორც საგარეო, ისე საშინაო პოლიტიკის თვალსაზრისით.
ვიზალიბერალიზაცია დააინტერესებს აფხაზეთში მცხოვრებ როგორც ეთნიკურად ქართველ, ისე აფხაზ მოსახლეობასაც. სამართლებრივად, აფხაზეთი საერთაშორისო ინსტიტუტების მიერ აღიარებულია საქართველოს ტერიტორიად, ამიტომ ის, რაც გუშინ მოხდა, ცხადია, აფხაზეთსაც ეხება და მე იმედი მაქვს, რომ ბევრი აფხაზი გამოთქვამს სურვილს, მიიღოს საქართველოს მოქალაქეობა“, -განაცხადა გია ჟორჟოლიანმა „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები