გია ჟორჟოლიანი: საკონსტიტუციო კომისიაში ჩვენ მიერ შეტანილია ორი ინიციატივა, რომელთა განხილვაც მიმდინარეობს

“საკონსტიტუციო კომისიაში ჩვენ მიერ შეტანილია ორი ინიციატივა, რომელთა განხილვაც მიმდინარეობს. ერთი ინიციატივა ეხება იმ ჩანაწერის ამოღებას, რომელიც ზღუდავს პარლამენტის უფლებას, მიიღოს გადაწყვეტილება გადასახადებთან დაკავშირებით, მეორე ეხება საცხოვრებლის უფლებას”, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ჟორჟოლიანმა განაცხადა. მისივე ინფორმაციით ინიციატივები კომისიაში ოპონენტების მხრიდან პოლემიკის მიზეზი გახდა. როგორც ჟორჟოლიანმა განმარტა ინიციატივებს ჰყავს მომხრეებიც და მოწინააღმდეგეებიც.
„პირველ ინიციატივას ჰყავს მხარდამჭერები, როგორც საზოგადოებაში, ასევე პარლამენტში. რაც შეეხება მეორე ინიციატივას, მინდა ვთქვა, რომ ცხადია, ძალიან ძლიერია სტერეოტიპები, რომლებიც ჩამოყალიბდა “ნაციონალური მოძრაობის” დროს, ამიტომ ეს გახდა დიდი პოლემიკის მიზეზი. ჩვენი ამოცანაა, რომ დემოკრატიის საკითხი განვამტკიცოთ და არა გადასახადების გაზრდის საკითხი, ეს არის კავშირში იმასთან, გვინდა კონსტიტუციური დემოკრატია თუ არა,ევალება თუ არა პარლამენტს, განახორციელოს ხალხის მიერ მიწოდებული მოთხოვნები თუ არა. დღესდღეობით არანაირი გადასახადების გაზრდა არ იგეგმება და ეს ინიციატივები ამას არ გულისხმობს“, – განაცხადა გია ჟორჟოლიანმა „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე. როგორც ჟორჟოლიანმა განმარტა, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები პარლამენტის ფუნქციის შესუსტებას ცდილობენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები