ახალგაზრდა ქართველი რეჟისორის ფილმს დრეზდენის საერთაშორისო კინოფესტივალზე უჩვენებენ

ახალგაზრდა ქართველი რეჟისორის, ნინო შაბურიშვილის მოკლემეტრაჟიანი ფილმი “სტუმარი” დრეზდენის საერთაშორისო კინოფესტივალზე მოხვდა.
როგორც „კვირას“ ეროვნულ კინოცენტრში განუცხადეს, ფილმს სპეციალურ საბავშვო პროგრამაში Kids აჩვენებენ.
“სტუმარი” 10 წლის ბიჭზე მოგვითხრობს, რომელიც ზაფხულის არდადეგების დადგომას სხვა ბავშვების მსგავსად არ ელოდება. მისთვის ზაფხული ზღვის სანაპიროზე ყოველდღიური მუშაობაა.
ფილმის მსოფლიო პრემიერა ბრიტანეთში The BAFTA Qualifying Aesthetica Film Festival-ზე შედგა.
დრეზდენის საერთაშორისო კინოფესტივალი 1989 წელს დაარსდა და დღეს არა მხოლოდ გერმანიაში, არამედ მთელ ევროპაში მოკლემეტრაჟიანი ფილმების ერთ-ერთ საუკეთესო ფესტივალად ითვლება.
კინოფესტივალი დრეზდენში 4-9 აპრილს ჩატარდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები