“ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის იმპლემენტაცია იყო კომპლექსური პროცესი, რომელშიც ჩართული იყო ხელისუფლების ყველა რგოლი”

“ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის იმპლემენტაცია იყო კომპლექსური პროცესი, რომელშიც ჩართული იყო ხელისუფლების ყველა რგოლი”, – ამის შესახებ შს მინისტრმა ვიზალიბერალიზაციის საკითხზე საუბრისას განაცხადა.
როგორც მღებრიშვილმა აღნიშნა, ამ საკითხთან დაკავშირებით, ხელისუფლებამ მაქსიმუმი გააკეთა.
„ხელისუფლებამ მაქსიმუმი გააკეთა იმისათვის, რომ ჩვენს ქვეყანას ევროკავშირში თავისუფალი სავიზო რეჟიმის მისაღებად ყველა პირობა პირნათლად და ამომწურავად შეესრულებინა.
მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო და მივულოცო თითოეულ იმ ადამიანს, რომელმაც თავისი წვლილი შეიტანა ამ ისტორიული გადაწყვეტილების მიღების პროცესში, მათ შორის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს.
ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის იმპლემენტაცია იყო კომპლექსური პროცესი, რომელშიც ჩართული იყო ხელისუფლების ყველა რგოლი, მათ შორის, ჩვენი უწყება, რომელზეც ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებების დიდი წილი მოდიოდა: საზღვრის ინტეგრირებული მართვა, არალეგალურ მიგრაციასთან, ორგანიზებულ დანაშაულთან, ნარკოდანაშაულთან, ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლა, პერსონალური მონაცემების დაცვის სტანდარტების დანერგვა და სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება.
საქართველოს ევროპული გზა – ესაა ჩვენი არჩევანი, ეს არის შეუქცევადი პროცესი. ხოლო ვიზალიბერალიზაციის მიღება – ძალიან წარმატებული ნაბიჯი ევროინტეგრაციისკენ!“ – განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები