მარია გაბრიელი – დღეს ისტორიული დღეა არა მხოლოდ საქართველოსთვის არამედ ევროკავშირისთვისაც

„დიდი გზა გავიარეთ საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის მინიჭების დღევანდელ საბოლოო კენჭისყრამდე. ეს არის საქართველოს ხელისუფლებისა და მოქალაქეების მიერ მიღწეული შედეგების აღიარება. დღეს ისტორიული დღეა არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ევროკავშირისთვისაც. საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭება ახალი ეტაპია ჩვენს ურთიერთობებში. დღემდე გამოვლილი გზა არ იყო მარტივი. მადლობას ვუხდი საქართველოს მოსახლეობას მოთმინებისათვის და დემოკრატიული ფასეულობების ერთგულებისთვის.
ევროპარლამენტში საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხზე მომხსენებელმა, ევროპარლამენტარმა მარია გაბრიელმა საქართველოს ევროპარლამენტში სავიზო რეჟიმის გაუქმების საკითხის კენჭისყრამდე სიტყვით გამოსვლის დროს აღნიშნა, რომ საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ქვეყანაში ფართომასშტაბიანი და კომპლექსური რეფორმების გატარებაში, რაც ქვეყნის ევროპულ ფასეულობებთან დაახლოებისკენ გადადგმული ნაბიჯია. მან აღნიშნა, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები უნდა ეფუძნებოდეს ურთიერთნდობასა და დიალოგს და ისაუბრა საქართველოს მნიშვნელოვან როლზე ევროპის უსაფრთხოების კონტექსტში.
„საქართველო ევროკავშირის სტრატეგიული პარტნიორია ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში, და კერძოდ აღმოსავლეთ პარტნიორობის კუთხით. უფრო მეტიც, ქვეყანა თამაშობს საკვანძო როლს ევროკავშირის ძალისხმევაში, განამტკიცოს საერთო ევროპული უსაფრთხოება. ევროპა უნდა იყოს მეგობრებითა და პარტნიორებით გარშემორტყმული”.
მარია გაბრიელის აზრით, საქართველოს რეალურად დაახლოება ევროპულ ფასეულობებთან შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათ გარანტირებული ექნებათ თავისუფალი მიმოსვლა, რაც არის კულტურის, ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობების გაღრმავების, ასევე რეგიონში ევროკავშირის პოზიციების გაძლიერების შესაძლებლობა.
საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების საკითხის კენჭისყრამდე, მარია გაბრიელმა დასკვნითი სიტყვით მიმართა ევროპარლამენტს, რომელშიც აღნიშნა, რომ სავიზო რეჟიმის გაუქმება მნიშვნელოვანია როგორც საქართველოს, ასევე ევროკავშირის მოქალაქეებისთვის და დასძინა, რომ ეს იქნება აღიარება იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ დიდი ძალისხმევა გასწია დემოკრატიული ფასეულობების დამკვიდრების და დაცვის კუთხით.
„დღევანდელი კენჭისყრა არის გამოწვევა, რომ კიდევ უფრო გავაღრმავოთ და გავაძლიეროთ პარტნიორობა  საქართველოსთან. ეს არის გამოწვევა,იმდენად, რამდენადაც, პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები უნდა გაძლიერდეს. ევროკავშირის საბჭოს მივმართავ თხოვნით, რომდაასრულოს პროცედურები რაც შეიძლება მალე. როდესაც საუბარია ვიზა ლიბერალიზაციაზე, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ვსაუბრობთმოქალაქეებზე. ჩვენ ვსაუბრობთ საერთო უსაფრთხოებაზე საერთო ფასეულობებსა და მომავალზე. მწამს რომ დღეს ევროპარლამენტი საქართველოს მიაწვდის ძლიერ და დადებით გზავნილს. მოდით დავასრულოთ ეს პროცედურა”, – განაცხადა მარია გაბრიელმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები