3 თებერვალი

10:00
საათზე, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: დევნილებთან დაკავშირებით საკანონმდებლო ინიციატივა, რომელმაც გამოიწვია პროტესტი; დევნილთა აქციები და მოთხოვნა; საკონსტიტუციო ცვლილებები და ოკუპირებული ტერიტორიები; ვიზალიბერალიზაცია და სარგებელი ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებლებისთვის.
მის.: ნუცუბიძის ქ. #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2
საკონტაქტო პირი ეკა გულუა – 599726565

10:30
საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, „სოციალ-დემოკრატიული პარტიის“ ლიდერი გია ჟორჟოლიანი პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: ვიზალიბერალიზაცია; სოციალისტების“ საკონსტიტუციო ინიციატივა; კონსტიტუციაში შესატანი სხვა ცვლილებები.
მის.: ნუცუბიძის ქ. #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2
საკონტაქტო პირი ეკა გულუა – 599726565

11:00
სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში“ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე იანვრის თვის საერთაშორისო მოგზაურების სტატისტიკის თემასთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს.

11:00
„მარშალპრესის“ პრეს-კლუბში ექსპერტ – პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე ვიზალიბერალიზაციაზე, პროცედურებსა და შეზღუდვებზე პრესკონფერენციას გამართავს
მის: მაჩაბლის ქ. #7
საკონტაქტო ტელ: 599 261 414

11:00
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები პარტიის ცენტრალურ ოფისში დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდებიან.

11:00
ჭყონდიდელი მიტროპოლიტი, მეუფე პეტრე და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ამბროსი ხელაიას სახელობის საკონფერენციო სივრცეს გახსნიან.
მის: თავისუფლების მოედანი, შ. დადიანის ქ. #2/1
საკონტაქტო პირი ნინიკო ბოჯგუა – 577191417

11:30
„მარშალპრესის“ პრეს-კლუბში ექსპერტი, ნატოსთან საქართველოს დიპლომატიური მისიის ყოფილი მრჩევლი ვახტანგ მაისაია ვიზალიბერალიზაციაზე, პროცედურებზე, საფრთხეებსა და შეზღუდვებზე პრესკონფერენციას გამართავს
მის: მაჩაბლის ქ. #7
საკონტაქტო ტელ: 599 261 414

12:00
“პრაიმტაიმის” პრესკლუბში, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის თავმჯდომარე გვანცა ჯობავა, ”სულაკაურის გამომცემლობის” წარმომადგენელი თინა მამულაშვილი, გამომცემლები: ინტელექტი, არტანუჯი, სიესტა, დიოგენე, წიგნები ბათუმში და სხვა გამომცემლები პრესკონფერენციას გამართავენ.
თემა: გამომცემლები მოითხოვენ პასუხს ხელისუფლებისგან ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საპატიო ქვეყნის სტატუსით მონაწილეობის პროექტის შეფერხების გამო.

12:00
პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა გაიმართება.
თბილისი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

12:00
“მარშალპრესის“ პრესკლუბში, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ალექსანდრე ქანთარია პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: ვიზალიბერალიზაცია; “ბავშვთა სამყაროში“ მომხდარი ხანძრის შედეგად დაზარალებულების საკითხი;
მის: მაჩაბლის ქ. #7
საკონტაქტო ტელ: 599 261 414

12:00
მთავრობის კანცელარიასთან კახა კუკავა საინიციატივო ჯგუფის წევრებთან ერთად საცხოვრისის უფლების საკითხზე პრემიერს მიმართავს და მასთან შეხვედრას მოითხოვს.

12:30
პარლამენტის ყოფილი წევრი, “ქართული ოცნების” წევრი დავით ლორთქიფანიძე მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე პრესკონფერენციას გამართავს.
მის: მაჩაბლის ქ. #7
საკონტაქტო ტელ: 599 261 414

13:30
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა გაიმართება.
მის.: თავისუფლების 2

14:00
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართება.
მის.: თავისუფლების 2

14:00
”უფლებადამცველთა სახლის“ მიერ მომზადებული ამნისტიის შესახებ კანონპროექტის პრეზენტაცია გაიმართება.
პრეზენტაციას დაესწრებიან იურისტები, სამართალმცოდნეები და მეცნიერმუშაკები.
მის: სააკაძის მოედანი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მე-6 კორპ. მე -9 სართული
საკონტაქტო პირი ნატალია ხოხიაშვილი – 57765 29 60

14:00
პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი ხანძრით დაზარალებულთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებს შეხვდება.
თბილისი, A კორპუსი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის სათათბირო ოთახი N207

16:00
წიგნის სახლ ”ლიგამუსში“, შერიგების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის პროექტის ”ახალგაზრდები გენდერული თანასწორობისათვის“ ფარგლებში, ქეთევან ციხელაშვილი გენდერული თანასწორობის მობილური ჯგუფის წევრებს შეხვდება.
მის: ჭავჭავაძის გამზ. #32

17:00
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამოფენა „კიბოს პოზიტიური იმიჯი“ გაიმართება. ღონისძიების საპატიო სტუმრებს შორის არიან პირველი ლედი მაკა ჩიჩუა, ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო.
საკონტაქტო ტელ: 558 860 860

17:00
დაავადებათა კონტროლოსა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოების ორგანიზებით, თემაზე “ქალთა კარდიოვასკულური ჯანმრთელობის აქტუალური საკითხები” კონფერენცია გაიმართება. კონფერენციას დაესწრებიან ჯანდაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი პირები, საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოების გამგეობის წევრები, ექიმი კარდიოლოგები და დარგის ექსპერტები.
მის: ასათიანის ქ. #9
საკონტაქტო პირები: ნინო მამუკაშვილი – 595 95 61 03, თამარ ვახტანგაძე – 593 907 907

18:00
საქართველოს ეროვნული მუზეუმის იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმში როკო ირემაშვილის ნამუშევრების გამოფენაზე ,,ფატალური საფრთხეები” გაიმართება.
მის.: სიონის ქ. #8, თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა)

19:30
ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალურ – კულტურულ ცენტრში, თბილისის სიმფონიური ორკესტრის კონცერტი გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები