სალხინოს დედათა მონასტრის დიაკვანს, გიორგი ჯახუას 2000-ლარიანი გირაო შეეფარდა

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, სალხინოს დედათა მონასტრის დიაკვანს, გიორგი ჯახუას 200-ლარიანი გირაო შეეფარდა. მას ბრალად ედება ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მცენარის დიდი რაოდენობით დათესვა-მოყვანა, რაც 6-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
19 იანვარს, შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ გიორგი ჯახუა სასულიერო პირი არ არის. უწყების ცნობით, ჯახუას საცხოვრებელი სახლიდან კანაფის ამოღების ფაქტზე გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის“ 260-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადებას, წარმოებას, შეძენას, შენახვას, გადაზიდვას, გადაგზავნას ან გასაღებას გულისხმობს. მათივე ცნობით, აღნიშნულ პიროვნებას მარიხუანას მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.
გიორგი ჯახუას მტკიცებით, ის მარტვილის რაიონის სოფელ სალხინოს დედათა მონასტრის დიაკვანია. მისი თქმით, 17 იანვარს, სამართალდამცველებმა ქუთაისში მისი საცხოვრებელი სახლი გაჩხრიკეს და იარაღი და მარიხუანა ამოიღეს, რასაც, როგორც ამბობს, დაავადების სამკურნალოდ იყენებდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები