ირაკლი კობახიძე ევროკავშირისა და საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე და საპარლამენტო დელეგაციის წევრები ევროკავშირისა და საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის თავმჯდომარეს, საჯად კარიმს შეხვდნენ.
საჯად კარიმმა ირაკლი კობახიძეს ევროპარლამენტის მიერ დღეს მიღებული საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის დაწესების გადაწყვეტილება მიულოცა და საქართველოს ევროპული მისწრაფებების მიმართ მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა.
მხარეებმა საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობაზე, ევროკავშირთან ინსტიტუციური და საკანონმდებლო ჰარმონიზაციის პროცესებზე, ასევე, საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმების შესახებ ისაუბრეს.
ირაკლი კობახიძესთან ერთად, საჯად კარიმთან შეხვედრას საპარლამენტო დელეგაციის წევრები: თამარ ხულორდავა, სოფიო ქაცარავა, ირინე ფრუიძე, ნინო გოგუაძე, ნიკოლოზ სამხარაძე და ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელი, ნატალია საბანაძე დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები