ნიდერლანდების წარმომადგენელი ევროპარლამენტში საქართველოს ვიზალიბერალიზაციას არ ეთანხმება

ნიდერლანდების წარმომადგენელი ევროპარლამენტში – ვიკი მაიერი აცხადებს, რომ მისი პარტია საქართველოს ვიზალიბერალიზაციას არ ეთანხმება.
მან ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭება ევროპაში „ორგანიზებულ დანაშაულს გაუხსნის გზას”.
„საქართველო პრობლემებს უქმნის ევროპას და ახლა, ჩვენ გზას გავუხსნით ორგანიზებულ დანაშაულს.
ჩვენ არ გვჭირდება აღნიშნული გადაწყვეტილება ამ სიტუაციაში, რადგან ეს გაამწვავებს ორგანიზებულ დანაშაულს. ქართველი კრიმინალები გერმანიაში მრავლად არიან.
ჩემი პარტია მხარს უჭერს უსაფრთხოების საკითხებს, ამიტომ საქართველოს ვიზალიბერალიზაციის წინააღმდეგი ვართ“, – განაცხადა მაიერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები