შსს-მ მაგისტრალური მილსადენიდან ნავთობის ქურდობის ფაქტი გახსნა (ვიდეო)

შსს-ს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტისა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ქურდობის ბრალდებით, ხუთი პირი – 1976 წელს დაბადებული ლ.შ., 1980 წელს დაბადებული მ.გ., 1975 წელს დაბადებული ზ.გ., 1968 წელს დაბადებული ჯ.ს. და 1975 წელს დაბადებული ც.მ. დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები გორის რაიონის სოფელ რეხაში, ბაქო-სუფსის მაგისტრალური მილსადენიდან, შემდგომი რეალიზაციის მიზნით, ნავთობს სისტემატურად იპარავდნენ. სამართალდამცველებმა მოპარული ნავთობის ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ, მაგისტრალურ მილსადენში არსებული ნავთობის ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და მე-4 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტებით).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები