ირაკლი კობახიძემ ევროპარლამენტში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფთან გამართულ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, ბრიუსელში იმყოფება, სადაც საპარლამენტო დელეგაციის წევრებთან ერთად, მაღალი დონის შეხვედრებს მართავს. ვიზიტის ფარგლებში, დღეს, ირაკლი კობახიძემ ევროპარლამენტში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფთან დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა.
პარლამენტის თავმჯდომარემ მეგობრობის ჯგუფს საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის პროცესში გაწეული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ქართველი ერის ევროპულ არჩევანზე მეტყველებს საქართველოს პარლამენტის მიერ 2016 წლის დეკემბერში მიღებული რეზოლუცია საქართველოს საგარეო პოლიტიკის შესახებ. მისივე განცხადებით, საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭება ევროკავშირის მხრიდან ქართველი ერის ევროპული მისწრაფებების აღიარება იქნება.
დისკუსიაზე ისაუბრეს საქართველოს ახლადარჩეული პარლამენტის პრიორიტეტებსა და სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაზე, საუბარი, ასევე, შეეხო საარჩევნო და მართლმსაჯულების სისტემის რეფორმებს.
ირაკლი კობახიძემ  ევროპარლამენტის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები