ირაკლი კობახიძე ევროპარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დღეს ევროპარლამენტის თავმჯდომარეს, ანტონიო ტაიანის შეხვდა. მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების აქტუალურ საკითხებსა და სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრეს. ევროპარლამენტის ახლადარჩეულმა თავმჯდომარემ ქართველ დეპუტატებს  2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და დემოკრატიული რეფორმების მნიშვნელობაზე ისაუბრა. ანტონიო ტაიანიმ ხაზგასმით აღნიშნა ეკონომიკური რეფორმებისა და სხვადასხვა მიმართულებით, ევროკავშირის მხარდაჭერის მნიშვნელობაც.
„ჩვენი მხრიდან, რა თქმა უნდა, გამოვხატეთ მადლიერება იმ თანამშრომლობისთვის, რომელიც ჩვენს ინსტიტუციებს შორის არსებობს და გამოვთქვით სურვილი, რომ ეს ურთიერთობა მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდეს. ჩვენ ევროპარლამენტთან ორმხრივ, ძალიან მჭიდრო თანამშრომლობას ვაპირებთ. ამისთვის არსებობს შესაბამისი მექანიზმებიც და ევროპარლამენტი მზად არის, რომ განიხილოს ეს ორმხრივი თანამშრომლობა სპეციალურად ასეთი ფონდის დაფინანსებით. ასე, რომ ვმუშაობთ ამ კონკრეტულ მიმართულებაზეც”,- განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, თამარ ხულორდავამ.
ანტონიო ტაიანისთან შეხვედრას, ირაკლი კობახიძესთან ერთად, საპარლამენტო დელეგაციის წევრები:თამარ ხულორდავა, სოფიო ქაცარავა, ნიკოლოზ სამხარაძე და ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელი, ნატალია საბანაძე ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები