ირაკლი კობახიძე ევროპარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ბრიუსელში ვიზიტს აგრძელებს. ევროპარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარესთან, პაველ სვობოდასთან გამართულ შეხვედრაზე საქართველოში მიმდინარე რეფორმები განიხილეს. საუბრის ერთერთი მთავარი თემა იყო მართლმსაჯულების რეფორმის ე.წ. მესამე ტალღა.
მხარეებმა მჭიდრო თანამშრომლობისა და ურთიერთობების გააქტიურების მზადყოფნა გამოთქვეს.
საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ბრიუსელში ვიზიტს 3 თებერვალს დაასრულებს. დელეგაციის შემადგენლობაში, ირაკლი კობახიძესთან ერთად, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო ქაცარავა, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, თამარ ხულორდავა და კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ირინე ფრუიძე, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი ცქიტიშვილი და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი, ნიკოლოზ სამხარაძე შედიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები