ნინო ჯავახაძე: გადასახადებთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებას საქართველოს მთავრობა არ განიხილავს

გადასახადებთან დაკავშირებით კონსტიტუციაში შესაძლო ცვლილებების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახაძე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ასეთი ტიპის ცვლილებას საქართველოს მთავრობა არ განიხილავს.
„საქართველოს მთავრობა არ განიხილავს კონსტიტუციაში ისეთი ტიპის ცვლილების შეტანას, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ან ახალი საერთო სახელმწიფოებრივი გადასახადების დამატება ან რეფერენდუმის გაუქმება გადასახადების განაკვეთის გაზრდაზე.
არსებული ნორმები თანხვედრაშია ჩვენს ეკონომიკურ პოლიტიკასთან, ისინი ქმნიან საინვესტიციო მიმზიდველობის გარანტიას და ხელსაყრელ ბიზნესგარემოს, რაც არის ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის მიზნები.
შესაბამისად, ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკა თანხვედრაშია კონსტიტუციის არსებულ ნორმებთან და მათი შეცვლა არ იგეგმება“, – აღნიშნა ნინო ჯავახაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები