ლიტვის ელჩი: საქართველომ წარმატებით შეასრულა ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებული დავალებები

საქართველომ წარმატებით შეასრულა ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებული დავალებები, – ამის შესახებ პორტალ „კვირას“ საქართველოში ლიტვის ელჩმა გიედრიუს პუოჯუნასმა განუცხადა.
ელჩმა ხაზი გაუსვა იმას, რომ ლიტვა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს.
„ლიტვა მტკიცედ უჭერს მხარს ევროპული და ვეროატლანტიკურ სტრუქტურებისკენ საქართველოს სწრაფვას, თქვენ წარმატებით შეასრულეთ დავალებები ამ გზაზე და საუკეთესოები იყავით“, -განუცხადა „კვირას“ ლიტვის ელჩმა.
ევროპარლამენტი პლენარულ სესიაზე საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღებას კენჭს ხვალ უყრის. შესაბამისად, მიიღებს თუ არა ქვეყანა უვიზო მიმოსვლის ნებართვას შენგენის ზონაში, 2 თებერვალს გაირკვევა.
12 იანვარს ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებათა, მართლმსაჯულებისა და საშინაო საქმეთა კომიტეტმა (LIBE) საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლას მხარი დაუჭირა. კენჭისყრაში 45-მა დეპუტატმა მიიღო მონაწილეობა. აქედან 42-მა საქართველოს ვიზალიბერალიზაციას მხარი დაუჭირა, 2-მა წინააღმდეგ მისცა ხმა, 1-მა კი თავი შეიკავა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები