გია ვოლსკი მიხეილ სააკაშვილზე გავრცელებულ ფარულ ჩანაწერზე სამართლებრივ რეაგირებას ითხოვს

“ქართული ოცნების” დეპუტატის გია ვოლსკის განცხადებით, ფარული ჩანაწერების ავთენტურობაში, რომელიც უკრაინულმა “ვიკილიქსმა” გამოაქვეყნა აქამდე ეჭვი არავის შეჰპარვია და ეს თავად ჩანაწერებში მონაწილე პირებმაც დაადასტურეს.
პრაიმტაიმთან” საუბარში პარლამენტის ვიცე-სპიკერი აცხადებს, რომ დღეს, უკრაინული საინფორმაციო სააგენტო Українська революція-ს მიერ გავრცელებული ჩანაწერები განსხვავებული იყო ფორმატიდან გამომდინარე, ამიტომ პირველ რიგში, სწორედ მისი ავთენტურობის დადასტურებაა საჭირო.
“რაც შეეხება თვითონ ფაქტებს, რომელიც წერილობით მასალაშია მოცემული, იმდენად მძიმე და შემაშფოთებელია, ყველა ზომა უნდა იქნეს მიღებული, რომ გადამოწმდეს აღნიშნული ფაქტები. არის საკითხები, რომლის მოკვლევაც აუცილებელია, ვინაიდან ქვეყნისათვის, მისი უსაფრთხოებისთვის, კონსტიტუციური წყობილებისათვის და პოლიტიკური ვითარებისთვის საგანგებო მნიშვნელობას ატარებს”, – განაცხადა ვოლსკიმ.
დეპუტატი მიიჩნევს, რომ შესაბამისი კანონების სრული დაცვით ეს საკითხები დეტალურად უნდა იყოს შესწავლილი.
“გასაკეთებელი იქნება ამასთან დაკავშირებით განცხადებები იმ ადამიანების მიერ, ვინც ამ საკმაოდ შემაშფოთებელ ჩანაწერში მოხსენიებულები არიან”, – აღნიშნა პარლამენტის ვიცე სპიკერმა.
უკრაინულმა საინფორმაციო სააგენტო uarevo.in.ua-მ დღეს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და უკრაინაში მოღვაწე ქართველი პოლიტიკოსის დავით საყვარელიძის მიმოწერა გამოაქვეყნა, სადაც ისინი უზენაესი სასამართლოს ორ კონკრეტულ მოსამართლეზე ზეწოლაზე საუბრობენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები