ბათუმში დედა-შვილი გარდაცვლილი იპოვეს

ბათუმში, ინასარიძის ქუჩის 14 ნომერში დედა-შვილი გარდაცვლილი იპოვეს. ცხედრები პოლიციამ აღმოაჩინა. მეზობლების ინფორმაციით, მათი გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი სიცივით გაყინვა გახდა. შვილი 50 წლამდე ასაკის არის, დედა კი ხანდაზმულია.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. შემთხვევის ადგილზე ამ წუთებში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები