ვანში, მესაქონლეთა კარავთან, 28 წლის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს

 ჩოხატაურისა და ვანის მუნიციპალიტეტების საზღვარზე, მესაქონლეთა კარავთან, ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. როგორც „კვირას“ ჩოხატაურის საკრებულოს წევრმა, ერეკლე უღრელიძემ განუცხადა, გარდაცვლილი მამაკაცი 28 წლის არჩილ შათირიშვილია. მისივე თქმით, არჩილ შათირიშვილი ჩოხატაურის რაიონის სოფელ სურების მცხოვრები იყო.
საკრებულოს წევრი „კვირასთან“ საუბრისას ამბობს, რომ მამაკაცის ცხედარს რაიმე ძალადობის კვალი არ ეტყობა. წინასწარი ინფორმაციით, არჩილ შათირიშვილი ვანში, სოფელ ყუმურში სტუმრად იმყოფებოდა და უკან, მთაზე გადასასვლელი საფეხმავლო გზით ჩოხატაურში ბრუნდებოდა. მისი თქმით, მას ოჯახის წევრები ორი დღის განმავლობაში ეძებდნენ. საკრებულოს წევრის ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი დღეს დილით გაყინული იპოვეს.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები