ქართული ფილმი „ჩემი ბედნიერი ოჯახი“ ამერიკაში წლის საუკეთესო ნამუშევრად დაასახელეს

ამერიკულმა მედიამ, კონკრეტულად კი, ყოველკვირეულმა გავლენიანმა გამოცემამ The Village-მა ნანა ექვთიმიშვილისა და სიმონ გროსის ფილმს – „ჩემი ბედნიერი ოჯახი” 2017 წლის ერთ-ერთი საუკეთესო ნამუშევარი უწოდა. myhappyfamily_still1.jpg
ფილმის პრემიერა 19-დან 29 იანვრამდე ამერიკის შეერთებულ შტატებში საერთაშორისო კინოფესტივალის ,,სანდენსის“ ფარგლებში შედგა.
როგორც „კვირას“ ეროვნულ კინოცენტრში განუცხადეს, კინოკრიტიკოსების რეცენზიები ფილმზე ცნობილ გამოცემებში გამოქვეყნდა.
„ეს არ არის მხოლოდ „სანდენსის“ საუკეთესო ფილმი, ეს წლის აღმოჩენაა“,- წერს ერთ-ერთი გამოცემა.
ფილმის მთავარი მოქმედი გმირი ქალია, რომელიც ცდილობს, თავი დააღწიოს სამოქალაქო ქორწინებას. ეს არის ფილმი ვალებზე, იმაზე, თუ როგორ ზეგავლენას ახდენს წარსული აწმყოზე და როგორი იქნებოდა ცხოვრება, სხვანაირად მოქცევის შემთხვევაში. ფსიქოლოგიური ზეწოლა ამძიმებს ყოველდღიურ ცხოვრებას.
გადაღებები საქართველოსა და საფრანგეთში მიმდინარეობდა. ფილმის რეჟისორებისთვის, ნანა ექვთიმიშვილისა და სიმონ გროსისთვის ეს მეორე სრულმეტრაჟიანი კინოპროექტია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები