დავით ლორთქიფანიძის სასამართლო პროცესი დასრულდა – დეპუტატს დახეული პიჯაკის გამო პრეტენზია აღარ აქვს

დეპუტატ დავით ლორთქიფანიძის საქმეზე სასამართლო პროცესი დასრულდა. საქმე ეხება წელიწადნახევრის წინ, 2015 წლის 2 ოქტომბერს, ქუთაისის პარლამენტის შენობასთან „რუსთავი 2“ -ის მხარდამჭერ აქციაზე მომხდარ ინციდენტს. აქციის მონაწილეებსა და დეპუტატს შორის ურთიერთშელაპარაკება მოხდა, მაშინ დავით ლორთქიფანიძეს პიჯაკი დაუზიანდა, რის გამოც სამი ახალგაზრდა – მირიან დეისაძე, კახა გაბუნია და ნიკა ნარსია დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, მირიან დეისაძეს და კახა გაბუნიას ჯგუფური ხულიგნობა ედებოდათ ბრალად, ხოლო ნიკა ნარსიას ჯგუფური ხულიგნობა ცივი იარაღის გამოყენებით.
მაშინ სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა გაითვალისწინა და სამ მოქალაქეს 500-500 ლარის გადახდა დააკისრეს. 2017 წლის იანვარში, პროკურატურამ განრიდების გადაწყვეტილება მიიღო. ბრალდებულების ადვოკატის ინფორმაციით, პროკურატურამ 2-წლიანი პირობითი სასჯელის სანაცვლოდ, ბრალდებულებს ბრალის აღიარება მოსთხოვა, რასაც ბრალდებულები არ დასთანხმდნენ.
ბრალდებულის ინფორმაციით, იმავე დღეს, მათ საგამოძიებო ორგანოში განაცხადეს, რომ დავით ლორთქიფანიძეს მათ მიმართ პრეტენზია არ აქვს და პროკურატურა სასამართლოს მიმართავს საქმის გამოთხოვის თაობაზე. პროკურატურის მიმართვის შედეგად, სასამართლო პროცესი დასრულდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები