ნანა ქარდავას წიგნის – „სოხუმში, უსახელო ქუჩაზე” წარდგინება გაიმართა

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ნანა ქარდავას წიგნის „სოხუმში, უსახელო ქუჩაზე” წარდგინება გაიმართა. ღონისძიება, რომელსაც დაესწრნენ პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები, მწერლები, საზოგადოებისათვის ცნობილი ადამიანები, სამ საათს გაგრძელდა. 16266332_1165543876827659_5170880690510056052_n
ძირითადი მოხსენებით გამოვიდა პროფესორი ნანა კუცია; სიტყვით გამოვიდნენ: უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ჯონი აფაქიძე, კულტურის მინისტრის მრჩეველი ქეთევან დუმბაძე, პოეტი მანონ ბულისკერია, კომპოზიტორი ია მაისაია, ჟურნალისტი მედიკო სისორდია, ნოდარ ტაბიძის მეუღლე რუსუდან იმნაძე.
საღამოზე წაიკითხეს ლექსები,  ნაწყვეტები ესსეებიდან… მოისმინეს სიმღერები.  ღონისძიებას თავად წიგნის ავტორი უძღვებოდა.
კრებული აერთიანებს მინიატურულ პროზას, დოკუმენტურსაც, ჩანახატსაც, ესესაც, პუბლიცისტიკასაც და 35 ადამიანის მოგონებასაც. ისეა თანამიმდევრობა შერჩეული, რომ ერთიანის შთაბეჭდილებას ტოვებს. სინამდვილეში სხვადასხვა დროს დაწერილი, სხვადასხვა ჟანრის მონათხრობია.
ნანა ქარდავამ ისაუბრა წიგნის შესახებ: მისი შექმნის იდეაზე, მის მოგონებებზე და მარადცოცხალ სოხუმელ გმირებზე, რომლებიც უსახელო ქუჩაზე ცხოვრობდნენ და ავტორი მათ ახლოს იცნობდა. ასევე ისაუბრეს ერთი სოხუმური ქუჩის დიდ ისტორიაზე და აქ სხვადასხვა დროს მცხოვრებ დიდ ქართველ მწერლებზე.
„ჩემი მეზობლები იყვნენ სოხუმის მერი გურამ გაბესკირია და ეროვნული მოძრაობის ლიდერი აფხაზეთში ვოვა ვეკუა, ასევე “პრეზიდენტი” ბაღაფში. ჩემს ქუჩაზე ცხოვრობდნენ: თედო სახოკია და ნოდარ დუმბაძე.
ამ ქუჩაზე უსეირნია და დაუწერია ლექსი “ვენეციურ ხიდზე” გალაკტიონს. წიგნში შევიტანე ჩემი წერილი “სოხუმელი გალაკტიონი”. ასევე, ჩემი პირადი მოგონებები სახლზე, ქუჩაზე, ბებია-ბაბუაზე ამ ქუჩაზე გადახდენილ ამბებზე“… – აღნიშნა „კვირასთან“ საუბარში ნანა ქარდავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები