პროკურატურა ე.წ. კანიბალიზმის საქმეზე სასამართლო სხდომების დახურვას ითხოვს

პროკურატურა ე.წ. კანიბალიზმის საქმეზე სასამართლო სხდომების დახურვას ითხოვს, – ამის შესახებ შუამდგომლობა პროკურორმა დღევანდელ სასამართლო სხდომაზე დააყენა.
პროკურორის განმარტებით, სისხლის სამართლის საქმეში ფიგურირებს არასრულწლოვანი და მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპზე შესაძლებელია დაირღვეს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი, ასევე მოხდეს არასრულწლოვნის შესახებ ისეთი ინფორმაციის გახმაურება, რაც, მისი თქმით, კანონის დარღვევა იქნება.
გარდა ამისა, პროკურორი პროცესის დახურვის ერთ-ერთ არგუმენტად დაზარალებულის უფლებამონაცვლის, ამ შემთხვევაში მოკლული ლუბა ყოჩიაშვილის მეუღლის ინტერესების დაცვასაც ასახელებს.
ბრალდების მხარის ამ შუამდგომლობას ბრალდებულ ბექა შენგელიას ადვოკატი არ ეთანხმება და პროცესის საჯაროდ განხილვას ითხოვს. ირმა ყოჩიაშვილის ადვოკატი კი, სახელმწიფო ბრალდების შუამდგომლობას ეთანხმება და აცხადებს, რომ პროცესის დახურვის შუამდგომლობის დაყენებას თავადაც გეგმავდა, რათა პროცესებს მედიასაშუალების წარმომადგენლები არ დაესწრონ და მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის ვიზუალური გადაღება არ მოხდეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები