შს მინისტრის მოადგილე: ხანძარზე რეაგირება არ ყოფილა დაგვიანებული, როგორც ჩანს, დაგვიანებული იყო შეტყობინება

ხანძარზე რეაგირება არ ყოფილა დაგვიანებული, როგორც ჩანს, დაგვიანებული იყო შეტყობინება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე მერაბ მალანიამ განუცხადა.
როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, შეტყობინება ხანძრის შესახებ 112-ზე შევიდა 04.10 საათზე, მეხანძრე-მაშველები კი შემთხვევის ადგილზე 5-6 წუთში მივიდნენ.
„გამომწვევ მიზეზებზე ჯერ ადრეა საუბარი. გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის“ 187-ე მუხლით დაიწყო, რომელიც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. შეტყობინება 04.10 საათზე შემოვიდა. 5-6 წუთში ადგილზე იყო 31 მანქანა და 200 კაცამდე მეხანძრე-მაშველი. რაც შეეხება რეაგირების დაგვიანებას, რეაგირება არ ყოფილა დაგვიანებული. დაგვიანებული იყო შეტყობინება. როგორც ჩანს, გვიან შეამჩნიეს ხანძარი. კერა, როგორც ჩანს, არ არის შენობაში. ეს არის ბაზრის ტერიტორია. შსს გააკეთებს მაქსიმუმს, რომ გამოძიება დასრულდეს, რაც შეიძლება სწრაფად და დადგინდეს ობიექტური ჭეშმარიტება. გამოძიების მსვლელობისას, ბუნებრივია, ჩვენი კონტროლის ქვეშ იქნება შემთხვევის ადგილი. გამოძიება შეისწავლის და აღრიცხავს ყველა დეტალს, დაადგენს ასევე ზარალის ზუსტ ოდენობას და კონკრეტულ დაზარალებულებს”, – განაცხადა მალანიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები