დონალდ ტრამპი – ჩვენს ქვეყანას დაცული საზღვარი სჭირდება

„ჩვენს ქვეყანას დაცული საზღვარი სჭირდება და სჭირდება ახლავე“, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ტვიტერში დაწერა. ტრამპი მიიჩნევს, რომ ევროპაში საზღვრების დაუცველობის გამო ძალზე რთული მდგომარეობა შეიქმნა და არ შეიძლება, რომ იგივე განმეორდეს შეერთებულ შტატებში.
შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას დონალდ ტრამპმა რამდენიმე ბრძანებულებას ხელი მოწერა, რომლებიც ქვეყანაში მიგრაციის შეზღუდვას ითვალისწინებს. კერძოდ ტრამპმა აკრძალა სირიის, ირანის, იემენის, სუდანის, ერაყის, სომალის და ლიბიის მოქალაქეებზე აშშ-ის ვიზები გაცემა და ქვეყანაში ლტოლვილების მიღების პროცესი შეაჩერა. ასევე ტრამპმა ხელი მოწერა ბრძანებულებას მექსიკის საზღვარზე კედლის მშენებლობის შესახებ.

16402337_10207861112277344_507380625_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები