თურქეთი ევროკავშირთან მიგრანტების შესახებ შეთანხმების გაუქმებით იმუქრება

თურქეთი მიგრანტების შესახებ ევროკავშირთან გაფორმებული შეთანხმების გაუქმებით იმუქრება, იმის გამო, რომ საბერძნეთმა მას სამხედროების გადაცემაზე უარი უთხრა. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
როგორც თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, ანკარა ევროკავშირთან მიგრანტების შესახებ შეთანხმების გაუქმების შესაძლებლობას განიხილავს.
საბერძნეთის უზენაესმა სასამართლომ თურქეთისთვის 8 სამხედროს გადაცემაზე უარი ხუთშაბათს განაცხადა. სამხედროები აცხადებენ, რომ თურქეთში ექსტრადირების შემთხვევაში, მათ სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები