ჟურნალისტის ცემის საქმეზე პროკურატურამ სამი ყოფილი პოლიციელი დააკავა

ტელეკომპანია „იბერიის“ ჟურნალისტის გიორგი გასვიანის ცემისა და მუქარის საქმეზე სამცხე-ჯავახეთის სამხარეო პროკურატურამ სამი ყოფილი პოლიციელი დააკავა. დაკავებულები არიან მიხეილ ხუციშვილი, პაატა კვინიკაძე და ბორის გოგიჩაიშვილი. ისინი ახალციხის პოლიციის სამმართველოში გადაიყვანეს.
ჟურნალისტმა სამართალდამცველები ძალადობაში გასული წლის დეკემბერში დაადანაშაულა. შემთხვევა ბორჯომში მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები