დიდუბის რაიონში საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაიწყო

დიდუბის რაიონში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება 7 მისამართზე მიმდინარეობს.
მიქელაძის ქუჩის N11-ში, აგლაძის ქუჩის N37-სა და დიღმის მასივის მე-3 კვარტალში, 147-ე სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ასფალტის საფარი იგება. ასფალტის საფარის დაგების სამუშაოები უკვე დასრულდა მიქელაძის ქუჩაზე მდებარე მოედანზე.
ასფალტის დასაგებად მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს ხოშარაულის ქუჩის N25-ში, აგლაძის ქუჩის N38-ში, ასევე წერეთლის გამზირის N105, 111 და 113-ში.
დიდუბის რაიონში, ყველა სახის ინფრასტრუქტურული სამუშაო, ა(ა)იპ „თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის“ სპეციალისტის მეთვალყურეობით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები