15 წლის მოზარდთან სქესობრივი კავშირის დამყარებისთვის მანდატურს, 10 ათასიანი გირაო შეეფარდა

თერჯოლის N1 სკოლის მანდატურს, რომელიც 15 წლის მოზარდთან სქესობრივი კავშირის დამყარებაშია ბრალდებული, აღმკვეთი ღონისძიების სახით 10 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა.
პროკურატურა მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას ითხოვდა.
პროკურატურამ, წინასწარი შეცნობით, 16 წელს მიუღწეველთან სქესობრივი კავშირის ფაქტზე, თერჯოლის N1 საჯარო სკოლის ყოფილ მანდატურს, კ. ფ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით წარუდგინა.
პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ თერჯოლის N1 საჯარო სკოლის მანდატურმა, კ. ფ.-მ 2016 წლის სექტემბრის დასაწყისში, მეზობელი და იმავე სკოლის მოსწავლე, 15 წლის გოგონა სოციალური ქსელის საშუალებით შეხვედრაზე დაითანხმა და დაუსახლებელ ადგილზე მასთან სქესობრივი კავშირი დაამყარა. სამართალდამცველებმა კ. ფ. სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს.
საქმეზე გრძელდება გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით (სქესობრივი კავშირი წინასწარი შეცნობით 16 წელს მიუღწეველთან), რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთას შვიდიდან  ცხრა წლამდე ვადით ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები