საქართველოში ამინდი უარესდება – ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვაა მოსალოდნელი

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 26 იანვარს, დღის ბოლოდან 30 იანვრამდე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელებაა მოსალოდნელი.
სინოპტიკოსების ინფორმაციით, მაღალმთიან რეგიონებში მოსალოდნელია თოვლი, ზოგან ძლიერი, ქარბუქი, საავტომობილო გზებზე ლიპყინული, ხაზებზე შემოყინულობა. ზღვაზე შესაძლებელია 2-3 ბალიანი ღელვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები