ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებულები საპატიმროს 2 თვეში დატოვებენ

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებულებისთვის ჩადენილი დანაშაულის კვალიფიკაცია შეიცვალა. ბრალდებულების – გიზო ღლონტის, გიორგი ლობჟანიძისა და არჩილ ალავიძის მიმართ ბრალდება 332-ე მუხლით გადაკვალიფიცირდა, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს. მოსამართლის გადაწყვეტილებით, სამივე ბრალდებულს 1 წლისა და 6 თვის ვადით პატიმრობა მიესაჯა. უკვე არსებული პატიმრობის პერიოდის გათვალისწინებით, სამივე მათგანი საპატიმროს 2 თვეში დატოვებს.
ცნობისათვის, დღემდე აღნიშნული საქმე მთავარი პროკურატურის მიერ სსკ-ის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“, ,,დ“ და მესამე ნაწილის ,,ბ“ პუნქტით კვალიფიცირდებოდა.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და 4 102 872 ლარის გაფლანგვაში ბრალდებული თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნები დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“, ,,დ“ და მესამე ნაწილის ,,ბ“ პუნქტებით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები