რუსთავში ერთდროულად ორი მაღაზია გატეხეს

რუსთავში წუხელ ორი მაღაზია გატეხეს. შემთხვევა ქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე, მეგობრობის გამზირზე მოხდა.
დილით ადგილზე მისულ მფლობელებს წიგნების მაღაზია „ლიბრასა“ და მის გვერდით მდებარე ტანსაცმლის მაღაზია „ტისუს“ კარები გატეხილი დახვდათ.
წიგნების მაღაზიიდან წაღებულია 700 ლარამდე თანხა, ხოლო ტანსაცმლის მაღაზიაში თანხა არ ინახებოდა.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები