შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა საგადასახადო სამართალდარღვევის ფაქტები გამოავლინეს

2016 წლის 16 ივნისიდან 15 დეკემბრის ჩათვლით, შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მონიტორინგის სამმართველოს მიერ, ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული მიმდინარე კონტროლის ღონისძიებების შედეგად, საგადასახადო სამართალდარღვევის ფაქტები გამოვლინდა. როგორც “კვირას“ შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს, მონიტორინგის სამმართველოს აღმოსავლეთის განყოფილების ოფიცრების მიერ გამოვლენილი ელექტრონული სასაქონლო ზედნადებების ჯამური ღირებულება 1,057,189 ლარი იყო, ხოლო დასავლეთის განყოფილების ოფიცრების მიერ გამოვლენილი ელექტრონული სასაქონლო ზედნადებების ჯამურმა ღირებულებამ 3,439,918 ლარი შეადგინა.
როგორც შემოსავლების სამსახურში აცხადებენ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 271–ე მუხლის მე–7 ნაწილის მიხედვით, საქმეზე არსებული მასალები საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები