ზაქარია ქუცნაშვილი: არ არსებობს საქართველოს არც ერთ სტრუქტურაში ცერცვაძის დევნის დამადასტურებელი დოკუმენტი
„დამისახელეთ სამართლებრივი აქტი, რომლის მიხედვითაც საქართველო ვალდებული იყო გაეფრთხილებინა ვინმე ცერცვაძესთან დაკავშირებით, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა განაცხადა.
როგორც ქუცნაშვილი განმარტავს, ქართული მხარე არ იყო ვალდებული ვინმე გაეფრთხილებინა ცერცვაძესთან დაკავშირებით.
„საქართველოს ხელისუფლება არ დევნიდა ამ პიროვნებას, აბსურდი გადაიზარდა იმაში, რომ წითელ ცირკულარში იყო და რატომ არ გავაგებინეთ. პირდაპირ გეუბნებით, არ არსებობს აქტი, რომელიც გვავალდებულებს, რომ შეგვეტყობინებინა ცერცვაძის შესახებ სხვა ქვეყნისთვის. ესაა თითიდან გამოწოვილი პრობლემა იმისთვის, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოღალატეები გვიძახოს. „ნაციონალური მოძრაობა“ არის ძალა, რომელმაც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ასობით ჯარისკაცი გაასამართლა მხოლოდ იმის გამო, რომ რამდენიმე საათი კომისარიატში მისვლა დააგვიანეს, გაასამართლეს ნაომარი ხალხი და ესენი დღეს სხვას არიგებენ ჭკუას“, – განაცხადა ქუცნაშვილმა „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.