ვანო მერაბიშვილი შესაძლოა, 20 თებერვალს გაანთავისუფლონ
საქართველოს ყოფილი შს მინისტრი და პრემიერი ვანო მერაბიშვილი შესაძლებელია 20 თებერვალს, ვადაზე ადრე, გაანთავისუფლონ. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია „იბერია“ ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები ვანო მერაბიშვილის შესაძლო გათავისუფლებაზე ინფორმაციას არ ფლობენ. მერაბიშვილის ვადაზე ადრე გათავისუფლებასთან დაკავშირებით, ინფორმაცია არც მთავრობის წევრებს აქვთ.