მოსწავლეზე ძალადობის დამალვის ფაქტზე მასწავლებლის წინააღმდეგ შეიძლება, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს
“მასწავლებლის უფლება კი არა, ვალდებულება ხდება, რომ როგორც კი ნახავს ძალადობის ფაქტს, შეატყობინოს ამის შესახებ შესაბამის პირს”, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განუცხადა.
როგორც წულუკიანმა განმარტა, თუ პედაგოგი ამას არ გააკეთებს, მის წინააღმდეგ შეიძლება დადგეს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი.
“მასწავლებლის უფლება კი არა, ვალდებულება ხდება, რომ როგორც კი ნახავს ძალადობის ფაქტს, შეატყობინოს ამის შესახებ შესაბამის პირს, თუ ამას არ გააკეთებს, რა თქმა უნდა, მის წინააღმდეგ, შეიძლება, დადგეს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი. თვითონ მაკოორდინირებელი მექანიზმიც ასევეა გათვალისწინებული. ის უწყებათაშორისი საბჭო, რომელიც დღეს მუშაობს, ამჟამინდელი კანონის ფარგლებში ძლიერდება, იძენს ახალ ფუნქციებს, მათ შორის, გენდერულ ჭრილშიც, რადგან ქალის წინააღმდეგ ძალადობა ამ პაკეტით გადის ოჯახის გარეთაც. ქალი ძალადობისგან ყველა გარემოში იქნება დაცული. პოლიცია იქნება უფრო ძლიერი და შესაბამისად, დევნის ორგანოებიც”, – განაცხადა წულუკიანმა.