გია ცერცვაძის საქმის განხილვა კიევში 26 იანვარს გაიმართება
კიევის სააპელაციო სასამართლოში გია ცერცვაძის საქმის განხილვა 26 იანვარს გაიმართება. არსებული ინფორმაციით, სხდომა 12:00 საათისთვის არის ჩანიშნული. საქმეს მოსამართლე პალენიკი განიხილავს.
ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია „რუსთავი 2“- ქართველი ოფიცრის, გია ცერცვაძის თანამებრძოლებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ცერცვაძის დაცვი მხარე კიევის სასამართლოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებს, რომელმაც ქართველ სპეცრაზმელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
შეგახსენებთ რომ გიორგი ცერცვაძე 15 იანვარს საქართველოდან უკრაინაში გამგზავრების შემდეგ კიევის აეროპორტში დააკავეს. მას რუსეთი 2003 წელს დანაშაულის ჩადენას ედავება, თუმცა ცერცვაძეზე საერთაშორისო ძებნა ინტერპოლის მიერ 2016 წლის 23 დეკემბერს გამოცხადდა. ცერცვაძე, აფხაზეთისა და 2008 წლის ომებში რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა.