უკრაინის გენპროკურორის მოადგილე: თუ არსებობს წინაპირობა, რომელიც სიცოცხლის საფრთხეზე მიანიშნებს ან წამების ალბათობაზე, ჩვენ ექსტრადირებაზე უარს ვამბობთ

 “ამ ეტაპზე, არ ვფლობ ინფორმაციას, რომელი გამსვლელი პუნქტები გაიარა ცერცვაძემ, როდესაც უკრაინაში მოემგზავრებოდა”, – ამის შესახებ უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილემ, ევგენი ენინმა ქართველი სამხედროს, გიორგი ცერცვაძის საქმეზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, როდესაც ცერცვაძე ჟულიენის აეროპორტში დაეშვა, სისტემამ აჩვენა, რომ ეს პიროვნება საერთაშორისო ძებნაშია. როგორც პროკურორის მოადგილემ განაცხადა, თუ არსებობს წინაპირობა, რომელიც სიცოცხლის საფრთხეზე მიანიშნებს ან წამების ალბათობაზე, ამ შემთხვევაში ისინი ექსტრადირებაზე უარს ამბობენ.
„ამ ეტაპზე, არ მაქვს ინფორმაცია, რომ რუსეთმა ექსტრადაციის მოთხოვნა გამოაგზავნა. საერთაშორისო კონვენციებით, მათ ამისთვის 40 დღე აქვთ. ამ ეტაპზე, არ ვფლობ ინფორმაციას, რომელი გამსვლელი პუნქტები გაიარა ცერცვაძემ, როდესაც უკრაინაში მოემგზავრებოდა. თუმცა, როდესაც ჟულიენის აეროპორტში დაეშვა, სისტემამ გვაცნობა, რომ ეს პიროვნება საერთაშორისო ძებნაშია. სხვადასხვა მიზეზები არსებობს იმისა, თუ რატომ არ მუშაობს სისტემა და სიფრთხილეს გამოვიჩენდი შეფასებისას, რატომ არ აჩვენა ეს საქართველოში. რაც შეეხება რუსეთისა და საქართველოს სპეცსამსახურების კონტაქტებს, ამაზე რთულია კომენტარის გაკეთება. ეს არ არის ჩვენი კომპეტენცია. უკრაინისთვის პრინციპულია საერთაშორისო ვალდებულებების დაცვა. თუ არსებობს წინაპირობა, რომელიც სიცოცხლის საფრთხეზე მიანიშნებს ან წამების ალბათობაზე, ამ შემთხვევაში ჩვენ ექსტრადირებაზე უარს ვამბობთ“, – განაცხადა ენინმა „რუსთავი 2“ -თან.
უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილე ამბობს, რომ უკრაინის პროკურატურა ამ დრომდე ცდილობს მოიპოვოს იმის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ გია ცერცვაძე უკრაინაში უკრაინის მხარეს იბრძოდა, რის შედეგადაც მას სასჯელი შეუმსუბუქდება და უკრაინის პროკურატურა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ცერცვაძე პატიმრობიდან გათავისუფლდეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები