“ჩვენ უკვე მივედით ადამიანის უფლებათა და მიწის რეგულირების საკითხებამდე, რომელთა ინიციატორებიც ჩვენ ვართ”
„დემოკრატიული მოძრაობა“ არის ინიციატორი იმისა, რომ მიწის რეგულაცია კონსტიტუციაში აისახოს”, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრმა, დიმიტრი ლორთქიფანიძემ განაცხადა.
დიმიტრი ლორთქიფანიძის ინფორმაციით, კომისია უკვე მუშაობის მნიშვნელოვან ეტაპზე გადავიდა.
„აქ გათვალისწინებული იქნება ვენეციის კომისიის რეკომენდაცია, უმძლავრესი პოლიტიკური სპექტრის, მახინჯი სისტემა შეიცვლება ჯანსაღი და დემოკრატიული სისტემით. ჩვენ უკვე გადავედით საკმაოდ აქტიურ ფაზაში, 28 იანვარს დაგეგმილ კომისიის სხდომაზე განვიხილავთ ადამიანის უფლებათა საკითხებს და მიწის რეგულაციის საკითხს. საგულისხმოა, რომ მიწის რეგულაციის საკითხის კონსტიტუციაში ჩაწერის ინიციატორები „დემოკრატიული მოძრაობის” წევრები არიან“, – განაცხადა ლორთქიფანიძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.