მოსულში ერაყის ჯარმა შეტევა გააგრძელა

ერაყის ჯარმა ქალაქ მოსულზე შეტევა გააგრძელა. ამჟამად დასახლებული პუნქტის ნახევარს ერაყის სამთავრობო ძალები, ნაწილს კი „ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკები“ აკონტროლებენ. ამჟამად ერაყელი სამხედროები ქალაქის დასავლეთ ნაწილის შტურმისთვის ემზადებიან.
ერაყის შეიარაღებული ძალები მდინარე ევფრატეს მარჯვენა ნაპირზე გადასვლას მომდევნო 2-3 დღეში აპირებენ. ისინი მოსულის დასავლეთ ნაწილის გათავისუფლებას ვარაუდობენ. მოსული ერაყის სიდიდით მეორე ქალაქია. „ისლამური სახელმწიფო“ მას 2014 წლიდან აკონტროლებდა. მოსულზე შეტევა 17 ოქტომბერს დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები