ბრიტანული მედია – ტრამპი მსოფლიოს 80 ქვეყანაში ელჩების შეცვლას გეგმავს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მსოფლიოს 80 ქვეყანაში ელჩების გამოცვლას გეგმავს. ამის შესახებ გამოცემა “independent” იუწყება. ამ ინფორმაციის მიხედვით, ტრამპმა ეს გადაწყვეტილება ინაუგურაციამდე მიიღო და ელჩებმა თანამდებობები ინაუგურაციის დღეს დატოვეს. ამავე გამოცემის ინფორმაციით, ტრამპმა ელჩები ისე მოხსნა, რომ მათი შემცვლელები არ დაუნიშნავს.
ოფიციალურად თეთრ სახლს ეს ინფორმაცია არ დაუდასტურებია. დღეს არსებული წესის მიხედვით, ელჩების გამოცვლა ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ ეტაპობრივად ხდება. ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ ტრამპმა ეს გადაწყვეტილება იმის გამო მიიღო, რომ ელჩები აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ დანიშნა, რომლის პოლიტიკასაც ტრამპი არ ეთანხმება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები