ომბუდსმენი: ჩვენ უნდა ავირიდოთ გიორგი ცერცვაძის გადაცემა რუსეთისთვის

“ჩვენ უნდა ავირიდოთ გიორგი ცერცვაძის გადაცემა რუსეთისთვის”, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, უჩა ნანუაშვილმა უკრაინაში დაკავებული ქართველი ოფიცრის, გიორგი ცერცვაძის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც სახალხო დამცველმა აღნიშნა, სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს საკუთარი მოქალაქის უფლებების დასაცავად.
„ქართულმა სახელმწიფომ მაქსიმალურად უნდა დაიცვას საკუთარი მოქალაქის უფლებები ყველგან, მათ შორის უცხოეთში და ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ არ მოხდეს მისი გადაცემა. აქედან გამომდინარე, ყველა ნაბიჯი უნდა იყოს გადადგმული იმისთვის, რომ თუკი რაიმე კითხვის ნიშნები არსებობს, ქართულმა სასამართლომ მოახდინოს რეაგირება. სახალხო დამცველს აქვს ძირითადად ის ინფორმაცია, რაც მედიით არის გახმაურებული. აქედან გამომდინარე, ჩვენ დაინტერესებული ვართ და ვსწავლობთ, რამდენად შეესაბამება გავრცელებული ინფორმაცია რეალობას. ჩვენ უნდა ავირიდოთ გიორგი ცერცვაძის გადაცემა მტრული სახელმწიფოსთვის, ანუ რუსეთისთვის“, – განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები