გიორგი მარგველაშვილი ჯემშიდ გიუნაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გამოჩენილი ქართველი დიპლომატისა და მეცნიერის ჯემშიდ გიუნაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ გამოჩენილი ქართველი დიპლომატისა და მეცნიერის ჯემშიდ გიუნაშვილის გარდაცვალების გამო. ბატონი ჯემშიდი იყო საქართველოს პირველი ელჩი ირანის ისლამურ რესპუბლიკაში და თვალსაჩინო მეცნიერი.
მან დიდი როლი შეასრულა საქართველოსა და ირანის ურთიერთობების განვითარებასა და გაღრმავებაში. იგი გამორჩეულ ფიგურად დარჩება ქართულ მეცნიერებასა და დიპლომატიის ისტორიაში. ამ მძიმე წუთებში თანადგომას ვუცხადებ ბატონი ჯემშიდის ოჯახსა და ახლობლებს“, -აღნიშნავს პრეზიდენტი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები