ირაკლი ქომეთიანი: „ნაციონალური მოძრაობისთვის“ „გაზპრომი“ მანიპულირების ერთადერთი იარაღია

არასამთავრობო ორგანიზაცია “ახალგაზრდები პროგრესისთვის” ხელმძღვანელი, „თავისუფალი ზონის“ ყოფილი წევრი ირაკლი ქომეთიანი „გაზპრომთან“ მიღწეული შეთანხმების თაობაზე გამოთქმულ კრიტიკას ეხმაურება და მიიჩნევს, რომ „გაზპრომი“ – „ნაციონალური მოძრაობისთვის“ მანიპულირების ერთადერთი იარაღია.

“მინდა გამოვეხმაურო ბოლო დროს გახმაურებულ საკითხს, რომელიც ეხება ქართული მხარის შეთანხმებას „გაზპრომთან“. სამწუხაროა რომ ამ საკითხზე შავი კამპანიის აგორებას აქტიურად ცდილობს ჩვენთვის კარგად ნაცნობი მარგინალური ძალა ნაციონალური მოძრაობა. ამ ხალხისთვის არ არის უმთავრესი, თუ რა ტიპის ხელშეკრულება დაიდება „გაზპრომთან“ და რა უპირატესობა ექნება ამ საკითხს, მათთვის მთავარია გამოიწვიონ მასობრივი აჟიოტაჟი საზოგადოებაში, რაც შემდგომ გადაიზრდება დაპირისპირებასა და არეულობაში. ჩვენთვის ყველასთვის ცნობილია რომ ნაციონალური მოძრაობა აქტიურად ეწევა სხვადასხვა სახის პროვოკაციას, ასევე დესტრუქციულ გარიგებებსა და სხვადასხვა სახის შანტაჟს. ის თავისივე სატელიტ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ -ს იყენებს სიცრუის ტირაჟირებისთვის. ჩემი აზრით გაზპრომთან მოლაპარაკების შედეგი პოლიტიკურად და ეკონომიკურად გამართლებულია”, – აცხადებს ირაკლი ქომეთიანი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები