ვანო მერაბიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის თანამდებობას აღარ იკავებს

„ვანო მერაბიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის თანამდებობას აღარ იკავებს,” – ამის შესახებ ”ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელიამ ე.წ. მატროსოვის ციხიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, სადაც ვანო მერაბიშვილს შეხვდა.

„ვანო მერაბიშვილის პოზიციაა, რომ იგი არ დარჩეს „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის თანამდებობაზე“, – განუცხადა მელიამ ჟურნალისტებს.

რაც შეეხება პარტიაში დარჩენის ან პარტიიდან გასვლის საკითხს, მისი თქმით, ამის შესახებ პოლიტიკურ განცხადებას თავად ვანო მერაბიშვილი გააკეთებს.
„ის ამჟამად ელოდება სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატის სხდომას, სადაც მისი საქმე განიხილება. ამის შემდეგ ვანო მერაბიშვილი თავად გააკეთებს პოლიტიკურ განცხადებას“, – განაცხადა მელიამ.

შეგახსენებთ, რომ ივანე მერაბიშვილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გენერალურ მდივნად 2012 წლის ნოემბერს დაინიშნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები