სოსო შატბერაშვილი: ერთი სააკაშვილი გაფრინდება მარსზე და მეორე – ნაცები დაბრუნდებიან ხელისუფლებაში!

 „ერთი სააკაშვილი გაფრინდება მარსზე და მეორე – ნაცები დაბრუნდებიან ხელისუფლებაში! “ – ამის შესახებ „მემარცხენე ალიანსის” გენერალურმა მდივანმა სოსო შატბერაშვილმა „ასავალ-დასავალთან” ინტერვიუში განაცხადა.
როგორც სოსო შატბერაშვილი ინტერვიუში აღნიშნავს, „ნაციონალური მოძრაობა” ხელისუფლებაში ვეღარ დაბრუნდება, მით უმეტეს, მას შემდეგ, რაც მის რიგებს ლიდერები გამოაკლდნენ.
„ერთი სააკაშვილი გაფრინდება მარსზე და მეორე – ნაცები დაბრუნდებიან ხელისუფლებაში! ესენი, როგორც იტყვიან, გულს იკიტრებენ, აქაოდა, ჯერ კიდევ ვცოცხლობთო, თორემ, მაგათზე უკეთ ვინ იცის, რა უბედურ დღეშიც არიან! რა გიხარიათ, ნაცებო?! გაბახებული პარტია და ჭკუიდან გადასული ფიურერი?!. „ნაცმოძრაობამ” უკვე ოთხი არჩევნები წააგო ზედიზედ! მის რიგებს გამოაკლდნენ ვაშაძეები, „გირჩები”, ახლა – „ბოკერია და მისი რაზმი”… აღარაფერს ვამბობ ყოფილ ლიდერებზე – კობა დავითაშვილზე თუ ირაკლი ოქრუაშვილზე, რომლებმაც წლების წინათ დატოვეს პარტია”, – განაცხადა შატბერაშვილმა.
ამავე ინტერვიუში, სოსო შატბერაშვილი, ზაზა ბიბილაშვილის განცხადებასაც ეხმაურება, სადაც იგი ამბობს, რომ „ნაცმოძრაობის” მმართველობის 9 წელი უბედნიერესი იყო“. „აბა, ჰკითხონ ქართველ ხალხს, რა „ბედნიერი” იყო სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმის უღელქვეშ! აბა, ჰკითხონ ქუჩაში დახვრეტილი და წამებით მოკლული ახალგაზრდების მშობლებს და ახლობლებს, რა „ბედნიერი მოგონებები” აკავშირებთ ნაცების მმართველობასთან”, – განაცხადა სოსო შატბერაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები