„ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტებმა ერაყში ქრისტიანულ ეკლესიაში „ბოევიკი“ ბავშვების მომზადების ცენტრი გახსნეს

„ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტებმა ერაყის ქალაქ ტელ-კაიფში მდებარე  ქრისტიანული ეკლესია „ბოევიკი“ ბავშვების მომზადების ცენტრად აქციეს. ამის შესახებ გამოცემა Rudaw იუწყება.
„ბოევიკებს“ აქ, ძირითადად, 15 წლამდე პატარა ბავშვები მიჰყავდათ. ისინი ტელ-კაიფში მოსულიდან ჩაჰყავდათ. ბავშვების მომზადება 15-20 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.
ამავე ინფორმაციის მიხედვით, ტერორისტებმა ეკლესია „ბოევიკების“ მომზადების ცენტრად იმის გამო აქციეს, რომ იცოდნენ, რომ ავიაცია ეკლესიებს არ ბომბავს.
ცენტრში მომზადებულ ბავშვებს „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტები შემდეგ ბრძოლის ველზე აგზავნიდნენ.  მათ ეუბნებოდნენ, რომ „ცაში წასასვლელად ამზადებდნენ“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები